სპორტი

ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სპორტული კომენტატორი, ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე, 1968 წელს მოვიდა საქართველოს ტელევიზიაში და წლების მანძილზე მიყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“. აღიარება და პოპულარობა კი,  სპროტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.

Facebook Comments
თეგები