Advertisements

ქარიშხალს, რომელიც აშშ-ში მძვინვარებს, კატასტროფული უწოდეს

აშშ-ში ქარიშხალმა დორიანმა უმაღლეს-მეხუთე კატეგორიას მიაღწია. ამის შესახებ ქარიშხალზე დაკვირვების აშშ-ს ეროვნული ცენტრის Twitter-ზე წერია. ბოლო მონაცემებით, ქარიშხალი ფლორიდის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩიდან 360 კილომეტრში მძვინვარებს. 

Nusagi

სპეციალისტები ქარიშხალს კატასტროფულს უწოდებენ, ქარის სიჩქარე იქ 257 კმ/სთ-ს აღწევს. უახლოეს დროში ეპიცენტრში შესაძლოა, მოხვდეს აბაკო ბაჰამის არქიპელაგის კუნძულები. ამის შემდეგ დორიანი შეეხება აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს. სავარაუდოდ, დორიანი ფლორიდას 2 სექტემბრის საღამოს მიაღწევს. 

„მოსალოდნელია ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში შტორმული ტალღები და ძლიერი წვიმები“,- ამბობენ მეტეოროლოგები. 

Facebook Comments
Advertisements

You may have missed