სელებრითები

ჩემი ქმარი გეგმავს, ავტოკატასტროფა მომიწყოს – პრინცესა დიანას წერილი იპოვეს

ლედი დი-ს გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა- ის 1997 წლის 31 აგვისტოს დაიღუპა. პრინცესას თაყვანისმცემლები და მკვლევარები დღემდე ვერ ხსნიან საშინელი ავტოკატასტროფის მიზეზს. როგორც ირკვევა, მის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან შესაძლოა, კავშირი მისსავე მეუღლეს ჰქონდეს. ინფორმაციას გამოცემა Woman ავრცელებს. 

რამდენიმე დღის წინ გაჩნდა პოდკასტი, რომლის შემქმნელებმაც გახმაურებულ ტრაგედიაზე ახალი მასალა გამოაქვეყნეს. მაშინ პრინცესა დიანა თავის სატრფოსთან, დოდი ალფაედთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც წყვილი დაიღუპა. 

ამ ტრაგედიასთან სამეფო ოჯახის კავშირზე დიდი ხანია, საუბრობენ, ხან ელისაბედ მეორეს აბრალებდნენ ექს-რძლის მოშორებას, ხან კამილა პარკერს სდებდნენ ბრალს შეთქმულებაში, რომელიც თითქოსდა, მან მოაწყო, რათა დიანას სახელი შეებღალა და სამუდამოდ ჩამოეცილებინა უინძორების სასახლიდან. 

თუმცა, ჭორები ჭორებად დარჩა, სასამართლომ პრინცესას სიკვდილი უბედურ შემთხვევად მიიჩნია და საზოგადოებასაც ამასთან შეგუება მოუხდა. 

სიმართლის დასადგენად მცდელობები დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი მაგალითია პოდკასტი სახელწოდებით „დიანა: საქმე დახურულია“, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში გამოვიდა. 

ჩანაწერის შემქმნელებმა ახალი შოკისმომგვრელი მასალები შეაგროვეს – ლედი დის ყოველდღიური ჩანაწერები, მისი წერილები, ავარიის თვითმხილველების ჩვენებები,- და დაადგინეს, რომ უელსის პრინცესას სიკვდილი შემთხვევითობა არ იყო. როგორც ირკვევა, ეს იყო გულმოდგინედ დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც მისი ყოფილი მეუღლე ხელმძღვანელობდა. 

საზოგადოებას ლედი დის დღიურიდან ამონარიდები გააცნეს, რომელიც თითქოსდა მის სიკვდილამდეა დაწერილი. 

„ჩემი ქმარი გეგმავს, მომიწყოს ავარია. ისე გააკეთოს, რომ მუხრუჭი გაფუჭდეს და მე თავის სერიოზული ტრავმა მივიღო. მაშინ ის შეძლებს, წყნარად შეირთოს ტიგი (პრინცების, უილიამისა და ჰარის ძიძა. რედ). კამილა- სხვა არაფერია, რაც სატყუარა, ამიტომ ჩარლზი ყველა ჩვენგანს იყენებს“.

ჯერჯერობით მასალის ავთენტურობა დადგენილი არ არის. ასევე გასარკვევია, როგორ მოიპოვეს პოდკასტის შემქმნელებმა დაღუპული პრინცესას საიდუმლო ჩანაწერები. 

Facebook Comments
თეგები