მედიცინა

წამწამების დაგრძელება თვალის საშიშ ინფექციებთან არის დაკავშირებული

ბრიტანული ოფთალმოლოგიური საავადმყოფოს Cadogan Clinic-ის ექიმის თქმით, ქალებისთვის სილამაზის პროცედურებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული პროცედურა – წამწამების დაგრძელება საშიშ ინფექციებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

ოფთალმოლოგ ელიზაბეთ ჰოუკსის თქმით, ბოლო პერიოდში ბრიტანეთში აღინიშნება თვალის ინფექციების შემთხვევების ზრდა, რაც ყალბი წამწამების გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება არის ბლეფარიტი, რომელიც ქუთუთოების ანთებაა. მას ახასიათებს წამწამებზე ქუთუთოების კიდეების სისხლსავსეობა, შეწითლება და გასქელება. 

ოფთალმოლოგი ქალებს აფრთხილებს, რომ წამწამების დანიშნულება უპირველეს ყოვლისა თვალის გარემტვრისა და ბაქტერიებისგან დაცვაა, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია მხედველობის შენარჩუნებისთვის. ოფთალმოლოგის თქმით, სილამაზის პროცედურების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება წამწამების დაკარგვა გამოიწვიოს.

Facebook Comments