ეკონომიკა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

3 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9683 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.69 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2464 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2481 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5145 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.5706 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 სექტემბერიდან  შევა ძალაში.

Facebook Comments