სპორტი

ლევან შენგელია კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ფეხბურთელი ლევან შენგელია კარიერას თურქეთის სუპერლიგის გუნდ „კონიასფორში“ გააგრძელებს. გუნდმა შენგელია ოფიციალურად წარადგინა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2+1 სისტემით გააფორმდა. 23 წლის შემტევი, 31 აგვისტოს თავისუფალი აგენტი გახდა. შენგელიას შესახებ მისი უკვე ყოფილი კლუბი თბილისის „დინამო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ ფეხბურთელს ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცედენტო და საუკეთესო პირობებს სთავაზობდნენ, თუმცა შენგელიამ წასვლა გადაწყვიტა.

შენგელიას, სხვადასხა ესპანურ გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა შემტევი კარიერას თურქეთში გაარძელებს. ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და ეროვნული ლიგის 24 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო

Facebook Comments