მედიცინა

დღეში 2 ჭიქა გაზიანი სასმელის მიღებაც კი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის

დღეში თუნდაც 2 ჭიქა გამაგრილებელი, ტკბილი სასმელების მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის, – წერს Independent. 

კერძოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით (WHO), რომელიც 450,000 ადამიანს 16 წლის განმავლობაში იკვლევდა, ვინც თვეში ერთ ჭიქა ტკბილ, გაზიან სასმელზე ნაკლებს სვამდა, მათგან 9,3 პროცენტი გარდაიცვალა. ხოლო იმ ჯგუფიდან, რომელიც დღეში 2-3 ჭიქაზე მეტს იღებდა, 11.5 პროცენტი დაიღუპა.

სპეციალისტების შეფასებით, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ცხოვრების წესს, სიგარეტზე დამოკიდებულებას თუ სხეულის წონას უკავშირდება, დღეში 2 ჭიქა ტკბილი, გაზიანი სასმელის მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 17%-ით ზრდის. ამავდროულად, კვლევის მიხედვით, ამგვარი სასმელები უმეტესად სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებს იწვევენ.

Facebook Comments