მოგზაურობა

ტურისტების მოტყუების სქემა – ქალს 2800 დოლარი შაურმაში გადაახდევინეს

კაფე-ბარებში ტურისტების მოტყუების მარტივი სქემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ტურისტს, რომელიც მენიუში ფასს არ გადაამოწმებს და ისე შეუკვეთავს საკვებს, ან სასმელს, უსიამოვნო სიურპრიზი ელის. შესაძლოა, მას მთელი ფულის დატოვება 1 ჭიქა ვისკიში, ან შამპანურში მოუხდეს.

აღნიშნული სქემა საქართველოსთვისაც არ არის უცხო, თუმცა თუ ჩვენთან ტურისტის მოტყუება ძირითადად სასმელზე, ან ჩილიმზე ხდება, ისრაელში ამ ტიპის თაღლითობა ახალ საფეხურზე გადასულა. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ტურისტ ქალს შაურმაში 2800 დოლარი გადაახდევინეს.  

Times of Israel-ის ცნობით, ქალმა საშაურმეში ბანკის ბარათით გადაიხადა და ჩამოჭრლი თანხით გაიგო, რომ ქუჩაში ნაყიდი შაურმა, რომლის ფასიც მან წინასწარ არ იკითხა, 2,800 დოლარი ღირდა. კაფემ ფულის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა პოლიციას მიმართა, საშაურმე იძულებული გახდა ეთქვა, რომ ტრანზაქცია შეცდომა იყო. 

მსგავსი კაფეს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა გამოცემას უთხრა, რომ ასეთი სიტუაციები ტურისტების მოტყუების სქემის ერთ-ერთი ნაწილია. „მათ არ აქვთ მენიუ. გადახდის დროს კი, ტურისტთან კოლოსალური ანგარიში მიაქვთ“,-განაცხადა მან. მისივე თქმით, მყიდველები პოლიციას ყოველთვის არ მიმართავენ. 

Facebook Comments
თეგები