სპორტი

ვლადიმირ ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები დატოვოს

საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი შესაძლოა ყაზახური „ასტანას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაციას  kazfootball-ი ავრცელებს.

სპორტული გამოცემა წერს, რომ „ასტანას“ ამჟამინდელი მწვრთნელი, უკრაინელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.

გამოცემის ცნობით, ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს და მოლაპარაკებას ვლადიმირ ვაისთან აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების პოსტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ზამთარში დატოვოს და სამუშაოდ ყაზახეთში გადაბარგდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით  გრიგორჩუკი უკრაინაში იმყოფება. ის „ასტანაში“ 2018 წლის ივნისში დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში  ეროვნული ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

რაც შეეხება ვაისს, ის ყაზახეთში 2012-15 წლებში  „კაირათის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

ვაისი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს და კონტრაქტის ვადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2019 წლის ბოლოს უმთავრდება. 

Facebook Comments