ეს საინტერესოა მეცნიერება

მეცნიერმა დნმ-ის მეშვეობით ლოხნესის ტბის ურჩხულის საიდუმლო ამოხსნა

ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის, ოტაგოს პროფესორმა, ნილ ჯემელმა ლოხნესის ურჩხულის რეალური წარმოშობის შესახებ შესახებ ახალი ვარაუდი გამოთქვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია TVNZ-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯემელი დარწმუნებულია, რომ მონსტრი, რომელიც ადამიანებმა ნახეს- გიგანტური გველთევზაა. პროფესორი განმარტავს, რომ ტბის სინჯებში ამ არსებების დნმ-ს დიდი ოდენობა აღმოჩნდა. მისი თქმით, შოტლანდიაში მდებარე ტბა ლოხნესში სხვადასხვა ზომის გველთევზების დიდი ოდენობა ბინადრობს. პროფესორის აზრით, ბევრ ადამიანს არ სჯერა მეცნიერულად დასაბუთებული თეორიების და ნესის არსებობის დადასტურებას ეძებს.

მეცნიერი ამტკიცებს, რომ კვლევის ძირითადი მიზანი იყო ლოხნესის ბიოლოგიური სპექტრის შესწავლა, შემდეგ კი, ნესის არსებობის შესახებ მითის გაქარწყლება. მან დასძინა, რომ მკვლევარების გუნდმა დნმ-ის 20%-ის იდენტიფიცირება ვერ შეძლო, თუმცა ამას ტიპიური სიტუაცია უწოდა. 

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ ნილ ჯემელი მკვლევარების ჯგუფთან ერთად, ლოხნესის წყლის სინჯების გამოკვლევას აპირებდა.

ნესის არსებობის ისტორია შოტლანდიაში, ლოხნესის ტბის სანახავად უამრავ ტურისტს იზიდავს. თვითმხილველთა ფოტოების თანახმად, ​მითიურ არსებას გრძელი კისერი და უზარმაზარი ტორსი აქვს, ნესის არსებობა დღემდე დამტკიცებული არ არის. 

Facebook Comments
თეგები