სამართალი

ნიკა გვარამია – დღეს დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში, ახალი ბრალი უნდა წამიყენონ – რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ახალი ბრალის წაყენების მიუხედავად, „მთავარი არხი“ ეთერში მაინც გავა.

“დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ.

რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში“.

„მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“, – წერს გვარამია.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ნიკა გვარამიასა და ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას და ინტერმედიას ხელმძღვანელის მიმართაც გამოტანილია ბრალდების დადგენილება.

Facebook Comments