გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის – კახაბერ დამენიას ბრალდების და ინტერ მედია პლიუსის დირექტორის – ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ.
გამოძიება დამენიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება.
ზურაბ იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
Facebook Comments