სოციალური ქსელები და მედია

უმსხვილესმა კომპანიებმა საქართველოში შესაძლოა, სატელევიზიო რეალითი-შოუებიც გადაიღონ

„ფორსაჟი 9“-ის მერე საქართველოში შესაძლოა, კიდევ ერთი ჰოლივუდური ფილმი გადაიღონ.

ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქვეყანაში შესაძლოა სატელევიზიო შოუების გადაღებაც მოხდეს. ზირაქიშვილი კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ არის გარკვეული ლოკაციები, რომლებზეც არის საუბარი და ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც სატელევიზიო შოუს, ასევე ფილმის გადაღებაც.

„გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს უმეტესი წილი მაღალმთიანი რეგიონებია, არის გარკვეული ლოკაციები, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე ფიქრობენ. ამ შემთხვევაში საუბარია, როგორც სატელევიზიო შოუზე, ისე ფილმის პოტენციურ გადაღებაზე, რომელიც ასევე ჰოლივუდური და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ამ ეტაპზე ვინ არის დაინტერესებული, ვერ ვიტყვი, თუმცა, სულ რამდენიმეა, ვინც ასეთ დიდ ტელეშოუებს იღებს. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მალე კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეალით-შოუს, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ იყო ვიზიტი როგორც აჭარის რეგიონში, ასევე ყაზბეგში, თბილისში და მათი აღფრთოვანება ყველაზე მეტად ამ სამი ლოკაციით იყო შემოსაზღვრული,“-განაცხადა ზირაქიშვილმა.

bpn

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni