Uncategorized

ფორსაჟის გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფილმ „ფორსაჟის“ გადაღებების გამო თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით 2019 წლის 7 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობს. აქ მომუშავე ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures-ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ფილმის გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება.

Facebook Comments