კრიმინალი

ყველაზე მშვიდი ადამიანი – მძარცველმა ბარის კლიენტს იარაღი დაადო, მან კი სიგარეტს მოუკიდა

აშშ-ში, მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ადგილობრივი ბარის გაძარცვის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ბარის კლიენტს მსოფლიოში ყველაზე მშვიდი ადამიანი უწოდეს. 

ბარში, სახელად  Behrmann’s Tavern, სადაც ტონი ტოვარი იჯდა, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. დაწესებულების სტუმრები მაშინვე დაემორჩილნენ მის ბრძანებას და იატაკზე დაწვნენ, თუმცა ტონი კვლავ წყნარად იჯდა.

სათვალთვალო კამერიდან გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ტონი მობილურში რაღაცას კითხულობს, რა დროსაც მძარცველმა მისი წართმევა მოინდომა, თუმცა ტოვარმა წინააღმდეგობა გაუწია. მაშინ მძარცველმა იარაღის ლულა მიუშვირა. ტონი აქაც არ დაიბნა და სიგარეტს მოუკიდა. 

როგორც მოგვიანებით მან ჟურნალისტებს მოუყვა, შეიარაღებულმა მამაკაცმა საფულე მოთხოვა, თუმცა მან უპასუხა, რომ რამდენიმე დოლარი ჰქონდა და ლუდის ყიდვას აპირებდა. 

„დაბნეულობისგან ისიც კი ვუთხარი, ჩემთვის ლუდი მოეწოდებინა, თუმცა მან უარი მითხრა და მიპასუხა, რომ თვითონ ამეღო“,-აცხადებს ტოვარი.

​მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ის სენსაციად იქცა, ხოლო სოციალურ ქსელში მსოფლიოს ყველაზე მშვიდი ადამიანის სტატუსი დაიმკვიდრა, ტონი ტოვარი მომხმარებლებს ურჩევს, არ გაიმეორონ მისი საქციელი, თუ საკუთარ თავში და სიტუაციაში. დარწმუნებული არ არიან. 



Facebook Comments
თეგები