ჯანდაცვა

არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს – სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას შეკითხვა მედიკამენტების მაღალი ფასების შესახებ დაუსვა. მისი აზრით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია.

„სიმართლე გითხრათ, მე არსად, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასი არის ძალიან მაღალი, რაც, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩემი კითხვა არის – ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს?“ – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. გახარიამ მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მას კითხვებს დეპუტატები უსვამენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni