კრიმინალი

თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში თარხნიშვილის ქუჩაზე ავტოფარეხში 40-წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

Facebook Comments