Uncategorized

მადაგასკარზე რომის პაპის წირვას მილიონამდე ადამიანი დაესწრო

რომის პაპ ფრანცისკეს წირვას მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში 1 მილიონამდე ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კათოლიკეები საკვირაო ქადაგების მოსასმენად დილით ადრიდან შეიკრიბნენ. რომის პაპმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ადამიანების მიერ ყურადღებისა და პრივილეგიების სურვილისკენ სწრაფვაზე. 

რომის პაპის მოსასმენად მისულ ადამიანებს, ყვითელი და თეთრი ფერით გაწყობილი მაისურები ეცვათ, რომელზეც რომის პაპის ფოტო იყო გამოსახული. როგორც BBC წერს, ეს მადაგასკარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი შეკრება იყო. 

რომის პაპი აფრიკის ტურს მართავს და მადაგასკარი მესამე ქვეყანაა, სადაც ჩავიდა, ის ასევე ესტუმრება მოზამბიკას და მავრიკის რესპუბლიკას. 

Facebook Comments