სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დღეს დამარცხდა

დღეს, ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში აკი ბაშო გაიხსნა. ტურნირის პირველ დღეს ლევან გორგაძის მეტოქე იჩინოჯო იყო. ბრძოლა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. იჩინოჯომ მეტოქე უვატე ნაგეთი დაამარცხა. დღესვე მარცხი განიცადა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე კიოკუტაისეი იყო, რომელმაც ქართველს ოშიდაშით მოუგო.  

ტოჩინოშინს ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს. ქართველი სუმოისტი კადობანშია ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გორგაძემ დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაკარგავს. ქართველმა 15 ბრძოლიდან მინიმუმ 8 უნდა მოიგოს.

Facebook Comments