ხელოვნება და კულტურა

27 წლის წინ თბილისს ცრემლის სეტყვამ გადაუარა – დიდება გმირებს!(ვიდეო)

1992 წლის 7 სექტემბერს, სოხუმთან ახლოს, სოფელ ზემო ეშერასთან, ქართველი ახალგაზრდა მსახიობი ლევან აბაშიძე დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული 29 წლის მსახიობი მთელმა ერმა დაიტირა.

თავისი ცხოვრების მანძილზე ლევანმა 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 დაუსრულებელი დარჩა. რეჟისორები აღნიშავდნენ, რომ მისი თავისუფალი და ორიგინალური სტილის გამო, ის ყველაზე ნატურალური მსახიობი იყო.

29 წლის იყო როცა ულმობელმა ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა. ლევან აბაშიძე დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჩვენი დროის გმირი სულ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. დიდება მის სახელს!

დიდება გმირებს!

მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა, ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გ. შენგელიას ფილმში “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი –”ვერცხლის დათვი” დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის “საფეხური”(1975), ტ. კოტეტიშვილის “ანემია” (1988), კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და “ქალაქის ცხოვრება”(1990), ლ. ღოღობერიძის “ორომტრიალი” (1986), გ. მგელაძის “ფესვები”(1987), ტ. კალატოზიშვილის “სკაპენის ოინები”(1985), კაიდანოვსკის “სტუმარი”(ლენფილმი, 1987) და სხვ. 1988 წელს მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის ფილმ “ანემია”-ში.

წყარო:gmtv.ge

Facebook Comments