სოციალური ქსელები და მედია

ადვოკატი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ამოისუნთქა

რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გირაოს გადახდის თაობაზე გვარამიას გადაწყვეტილებით, ამოისუნთქა.

ამის შესახებ მან გვარამიას ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

„ამოვისუნთქე, ჩემი როგორც ადვოკატის იმიჯიც (კლიენტის ნების საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს) გადაარჩინე.

P.S. არაერთმა ადამიანმა მითხრა “მე გადავიხდი გირაოს თანხას და ნიკას არ უთხრა, შენ გითანხმებთო”,-წერს საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გირაოს თანხის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მანამდე გვარამია გირაოს თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა.  

Facebook Comments