პოსტები სოციალური ქსელიდან

“დამესხნენ თავს სასტვენებით, ცხვრებით, დამიწყეს მთელი ამბავი, მე თავი დავიცავი”

დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მას რუსთაველის გამზირზე არავისთვის დაურტყამს და პირიქით აქეთ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

“ჩვენ ხმას არ ვაძლევდით მთავრობას ამიტომ ავდექი და წამოვედი  პლენარული სხდომიდან. ტაქსი ვერ ამოვიდა, ქვემოთ ჩავდიოდი. იქ დამესხნენ თავს სასტვენებით, ცხვრებით, დამიწყეს მთელი ამბავი. მე თავი დავიცავი”, – განაცხადა კვიციანმა.

კვიციანმა მოღალატე და პროვოკატორი უწოდა ტაბულას ჟურნალისტს, რომელმაც  თქვა, რომ კადრებში ჩანს როგორ ურტყამს იგი აქციის მონაწილეებს.

Facebook Comments