კრიპტოვალუტა

მადრიდის „ატლეტიკო“ საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

ესპანური საფეხბურთო კლუბი მადრიდის „ატლეტიკო“ საკუთარ კლიპტოვალუტას გამოუშვებს. ამის შესახებ გამოცემა Inside World Football წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ბლოკჩეინ-კომპანია Socios-თან, რომელიც ე.წ. „ფან-ტოკენებს“ აწარმოებს. „ფან-ტოკენები“ კი გულშემატკივრებს კლუბის ცხოვრებაში ჩართულობის საშუალებას აძლევს.

ახალი მონეტისა და მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ფანებს შეეძლებათ ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, შეარჩიონ კლუბის ფერები, სიმბოლიკები და ბევრი სხვა ბონუსიც მიიღონ.

Facebook Comments