უცხოური მედია

რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს

რუსეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში თითქმის ყველა რეგიონში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება. ამომრჩეველთა აქტივობამ 41.2% შეადგინა.

16-ვე რეგიონში, სადაც მოსახლეობა გუბერნატორს ირჩევდა, გამარჯვება „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

რაც შეეხება მოსკოვის სათათბიროს, აქ 45-დან 20 ადგილი ოპოზიციის კანდიდატებს ერგოთ. პარლამენტში ვერ მოხვდა „ერთიანი რუსეთის“ ლიდერი მოსკოვში ანდრეი მეტელსკი. ხაბაროვსკის მხარის საკრებულოში კი „ერთიანმა რუსეთმა“ და კომუნისტურმა პარტიამ 2-2 ადგილი მიიღეს, 32 მანდატი კი ვლადიმერ ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას ერგო.

სახალინის ოლქში ხმათა 57% მმართველი პარტიის კანდიდატმა ვალერი ლიმარენკომ მიიღო, იმიერბაიკალეთში კრემლის კანდიდატ ალექსანდრ ოსიპოვს ხმათა 89,65% ერგო. ნოვოსიბირსკის მერის არჩევნებში კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ანატოლი ლოკოტმა გაიმარჯვა.

დარღვევების გამო 4 ოლქის 8 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა.

Facebook Comments