კრიმინალი

სებ-მა აჭარაში ვალუტის გადამცვლელი 83 პუნქტი დახურა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) აჭარის რეგიონში განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 77 კი დააჯარიმა.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ სავალუტო ოპერაციის განხორციელებისას ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

Facebook Comments