პოსტები სოციალური ქსელიდან

არ გიტყდებათ იმ მედიებს, რომლებმაც ხბოს აღტკინებით აიტაცეთ ეს ინფორმაცია და არც გადაამოწმეთ

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელზეც ატირებული გარემოვაჭრეა აღბეჭდილი.

ჟურნალისტი წერს, რომ თავად გაესაუბრა ქალს და აღმოჩნდა, რომ მას კონფლიქტი იქვე მდგომ სხვა გარემოვჭრეებთან მოუხდა, რის შემდეგაც, ქალმა თვითონ გადაყარა პომიდორი. 

„გუშინ ყველა მოვკვდით სირცხვილით და გავსკდით ღრიალით, როცა პომიდორ გადაყრილი ბებო ვიხილეთ, რომელსაც „საზიზღარმა მერიის თანამშრომელმა“ გარე ვაჭრობის აკრძალვის მიზნით, ქუჩაში პროდუქტი გადაუყარა.
ამ ინფორმაციაზე მეც ვიტირებდი, ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო სიმართლესთან. სინამდვილეში რა მოხდა? (ჩავედი „კეჩის“ ბაზართან და თვითონ გავესაუბრე იმ ბებოსაც და მის კოლეგა გარე მოვაჭრეებსაც) ამ ქალბატონს, ასევე იქვე მყოფმა გარე მოვაჭრეებმა მოსთხოვეს დაეტოვებინა ადგილი, იმ მიზეზით, რომ „ ეს ჩემი ადგილია და აქ ნუ ვაჭრობო“. ამტყდარა ჩხუბი, არც ჩვენი ბებო ყოფილა ჯაბანი და დააყარეს ერთმანეთს. ბოლოში კი ეს პომიდორი თავად მოიფრიალა ქალბატონმა. ანუ რა ხდება? უკანონო გარე ვაჭრობის ფაქტი გვაქვს, ერთმანეთთან იჩხუბეს და ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ამბავი „საზიზღარმა მერიის თანამშრომელმა“ ჩაიდინა.
ახლა ყველამ ცრემლები შეიშრეთ და გვიპასუხეთ, ვისაც არ ეზარებოდა ყველამ, რომ .. არარსებულ მერიის თანამშრომელს არ გიტყდებათ? მით უფრო იმ მედიებს, რომლებმაც ხბოს აღტკინებით აიტაცეთ ეს ინფორმაცია და არც გადაამოწმეთ.
ძაან ტეხავს რაა…“,-წერს დათო ლიკლიკაძე. 

Facebook Comments