საზოგადოება

თბილისის პარფიუმერიული მაღაზიების პროდუქციაში, საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიიდან აღებული, 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშებიდან, ხუთში, პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც, უარყოფითად მოქმედებენ, ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე, მის ზოგად განვითრებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.  

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”, მაღაზიებიდან აღებული ნიმუშები, საფრანგეთის ლაბორატორიაში გააგზავნა. კვლევის შედეგად,  საფრთხის შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხ „Garnier“-ში, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნ “Amalfy”-ში, თმის საღებავ “CLAIROL”-ში, თხევად ტუჩსაცხში – MAT 104 Seville, Manceline და ფრჩხილის ლაქ “Olivia”-ში.

“ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.

(ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად),”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური 2000-იანი წლებში გაუქმდა. ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

წყარო:mcm.ge

Facebook Comments