პოლიტიკა

ლიეტუველ დეპუტატი ირმა ინაშვილს – მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება

თქვენ მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუვის პარლამენტის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა.

„მე რასაც ვუსმენ, ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება. ჩვენ სწორედ ეს ვისწავლეთ ლიეტუვაში. შეიძლება ჩვენგან განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ამ ადამიანების დარწმუნება სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებში, მაშინ სასურველია თქვენ დარჩეთ ბოკერიასთან მანამ, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირში და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. არ უნდა გააკეთოთ ის, რაც გააკეთეთ”,- განუცხადა ლიეტუვას წარმომადგენელმა ირმა ინაშვილს.

ინაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ჰკითხა, არის თუ არა დემოკრატია ადამიანის წამება, რასაც სააკაშვილი – ბოკერიას გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა.

Facebook Comments