პოლიტიკა

მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე საქართველოს პრეზიდენტთან

მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან,-ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ხატია მოისწრაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მედია მის პოზიციას გაითვალისწინებს და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის.

„რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის“,-წერს ხატია მოისწრაფიშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni