უცხოური მედია

ნიდერლანდებში პოლიციელმა შვილები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ნიდერლანდებში, ქალაქ დორდრეხტში სამართალდამცველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარი ოჯახის ორი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია ორი ბავშვი და დაჭრილია 28 წლის ქალი, რომელიც მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni