პოლიტიკა

პროდასავლური კურსი არის ხალხის არჩევანი და არა რომელიმე პარტიის კუთვნილება

როდესაც საგარეო კურსზე ვსაუბრობთ, ეს არის ქვეყნის არჩევანი, ხალხის არჩევანი და არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილება, მათ შორის არც ოპოზიციის, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ წარმოგვაჩინოს პრორუსულ ძალად,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გადაცემაში „პირისპირ„ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარ იარაღად სიცრუის ტირაჟირება იქცა

„ის, რასაც ოპოზიცია კადრულობს, ჩვენ ამას ვერასდროს ვიკადრებთ და ეს ძალიან კარგია, ამით განვსხვავდებით მათგან. მე მათ იმიჯზე ნამდვილად არ ვზრუნავ, მაგრამ მათი საქციელი მათვე ვნებს, რაც დიდად არ მაღელვებს. მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმაზე საუბარი, რომ ჩვენი საგარეო კურსი არასწორია, მოსახლეობასაც მობეზრდა“,-განაცხადა მან. 

სოფიო ქაცარავას განცხადებით, საგარეო კურსი „ქართულ ოცნებას“ აქვს ის, რაც საქართველოს მოსახლეობას.

„ქართული ოცნება“ დღეს ყველაზე პროდასავლური ძალაა, ამაზე მეტყველებს შედეგები. რატომ არის პანაცეა ის, რომ გიგა ბოკერიას ყოველ გამონათქვამზე ჩვენ უნდა რეაგირება  მოვახდინოთ და თავდაცვის რეჟიმში ჩავდგეთ. გეუბნებით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი- დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრები, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა, ზუსტად ასეთი მიდგომა გვაქვს ჩვენ“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ. . 

Facebook Comments