სპორტი

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

ძიუდოში საქართველოს კაცთა  და ქალთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ფინეთს გაემგზავრა. ეროვნული ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ქალაქ ვანტააში 12-15 სექტემბერს გაიმართება.
ცნობილია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, წონით სხვადასხვა კატეგორიაში:

-66კგ – გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე,
-81კგ – ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი,
-90კგ – ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური,
-100კგ – ილია სულამანიძე,
+100კგ – გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი,
-48კგ – ნატალია ყიფშიძე,
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ – მარიამ ჭანტურია,
+78კგ – სალომე მაყიშვილი, სოფიო სომხიშვილი.

Facebook Comments