პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: გაათრიეთ ქვეყნიდან ეს კრეტინი! როგორ უბედავს ჩემი ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერს ყვირილს და ხელით შეხებას?!

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებას ხათუნა ხოფერია ეხმაურება. კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, ირმა ინაშვილს ამ სიტყვებით მიმართა: „ვინ ხარ შენ? მორჩა ! წადი აქედან“.

ხოფერიას მიაჩნია, კრამერს არ აქვს უფლება, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ამ ფორმით ელაპარაკოს.

„როგორ უბედავს ჩემი ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერს ყვირილს, ხელით შეხებას და შეურაცხყოფას?!
გაათრიეთ ქვეყნიდან ეს კრეტინი!!!……..
გაეთრიოს და მიაკვდეს სულში მაკკეინს!!!!
ვიღაცისთვის ირმა პატრიოტთა ალიანსშია, ვიღაცისთვის დეპუტატი, ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა… ჩემთვის ის თანამებრძოლი, ნაღდი პატრიოტი და ღირსეული ქართველი ქალია და ქუჩაში არ გამოგვიყვანოთ!!!! ირმას დასაცავად კი არა – ირმასთან ერთად საბრძოლველად!!!
კარგად გამიგეთ რა გითხარით “პოლიტიკოსებო”?“,-წერს ხოფრია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments