კრიმინალი

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის სპეცსამსახურების მოკლულია

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების ჩადენილია. ამის შესახებ გაზეთ The Wall Street Journal -ს უცნობმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

გამოცემის წყარო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად, ვინ არის პასუხისმგებელი ჩადენილ მკვლელობაზე. მისი თქმით, ქილერს პასპორტს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება მისცემდა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მოსკოვის სავარაუდო მონაწილეობაზე განცხადება პირველად გაჟღერდა. გერმანელი სამართალადამცველები თავიდან აცხადებდნენ, რომ მკვლელობა შესაძლოა, ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდებოდეს და სხვა კომენტარებისგან თავს იკავებდნენ.

ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოკლეს. ქილერი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და თავში ორჯერ ესროლა. ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს. ის 49 წლის რუსეთის მოქალაქეა.

Facebook Comments