ჯანდაცვა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო 15 ოქტომბრიდან დაიწყებს

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. 

„წელს მთელს მსოფლიოში გვიან გაიცა რეკომენდაცია, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო, რის გამოც ვაქცინების დამზადებისა და შესაბამისად, მოწოდების თარიღმა გარკვეული ვადით გადაიწია. ამიტომ ჩვენთან ვაქცინა 15 ოქტომბრისთვის შემოვა. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები, ვისზეც აღნიშნული ვაქცინა უნდა გაიცეს. ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან ადამიანების სიები გროვდება, ვინც წელს გრიპზე გეგმურად უნდა აიცრან. წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. გრიპის სეზონი ევროპაში და ჩვენთანაც დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან დგება“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments