მედიცინა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას წითელაზე დროულად აცრისკენ მოუწოდებს. ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა სტატისტიკა იკლებს, თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ის შესაძლოა კვლავ გაიზარდოს. თავის დაცვის ერთადერთი საშუალება კი ვაქცინაციაა. 

„სასწავლო წელი მომავალი კვირიდან იწყება და შევახსენოთ მშობლებს აცრების კალენდარი. ჩვენი კალენდრით ბავშვი ორჯერ უნდა აიცრას. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

Facebook Comments