პოსტები სოციალური ქსელიდან

ზურაბიშვილი: 18 წლის წინ მსოფლიო წარმოუდგენელმა ტრაგედიამ შეძრა

საქართველოს პრეზიდენტი 11 სექტემბრის ტერაქტის მე-18 წლისთავს ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი „18 წლის წინ, ნიუ-იორკი, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო წარმოუდგენელმა ტრაგედიამ შეძრა“. 

„ნიუ-იორკზე თავდასხმებმა შეცვალეს ისტორია, თუმცა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო გააერთიანეს. დღეს საქართველოს ახსოვს 11 სექტემბრის 2977 მსხვერპლი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. 

11 სექტემბერზე ამავე მიკრობლოგში დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

„18 წელი გავიდა საშინელი თავდასხმიდან. საქართველო განაგრძობს ტერორიზმთან ბრძოლას და თავისი წვლილის შეტანას მსოფლიო უსაფრთხოების საკითხში“, – წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.   

Facebook Comments