პოსტები სოციალური ქსელიდან

ზურაბ ჯაფარიძე – უცნაური თვისება ჰქონდა ნოდარ ხადურს

ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერთა მხრიდან 49 წლის გარდაცვლილ ადამიანზე უამრავი სალანძღავი და უცენზურო გამონათქვამი დაიწერა. ამ მხრივ გამონაკლისი გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღმოჩნდა, რომელმაც ნოდარ ხადურის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

„უცნაური თვისება ჰქონდა ნოდარ ხადურს – საკმაოდ კარგად ესმოდა ჩემი ხედვები ეკონომიკაზე და სატელევიზიო დებატში ყოველთვის ახერხებდა ისე საუბარს რომ საკამათოს ძალიან ცოტას მიტოვებდა.

მერე, სხვა სატელევიზიო ეთერში ან გაზეთში, 180 გრადუსით საპირისპიროს მტკიცებას მოჰყვებოდა.

ამის გამო ბევრს ვაკრიტიკებდი, საჯაროდ, ხშირად დაუნდობლად.

განსაკუთრებით 2013 წლიდან, როცა ოცნების მხრიდან ჩემს ერთერთ მთავარ მოპასუხედ იქცა ეკონომიკურ საკითხებზე.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის ნორმალური ადამიანური ურთიერთობა გვქონდა, მეტწილად იუმორის წყალობით.

და მაინც ახლა რაღაცნაირი სინანულის გრძნობა მაქვს და ვერაფერს ვუხერხებ საკუთარი საქციელის გამო სინანულს . ვუსამძიმრებ მის ოჯახს“,-წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments