პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

ხვალ, 12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ ორგანიზაციას აფუძნებს, რომლის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართება. ინფორმაცია „პირველს“ მოძრაობაში დაუდასტურეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მიმდინარე წლის ზაფხულში დააანონსა. ამის მიზეზად კი ხაზარაძემ განმარტა, რომ „ ქვეყანაში ახლა მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა“.

Facebook Comments