სოციალური ქსელები და მედია

“ასე მგონია, რომ ახლა გრძელდება ბოკერიას სტილში საუბარი და ინგა ამას არ გირჩევთ”

მხოლოდ მე კი არ შემიზღუდეს კონფერენციაში მონაწილეობა, არამედ დამადანაშაულეს პროვოკაციის მოწყობაში, ეს აბსურდია.- “ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“არ მოგვიწვიეთ და ნუ მოგვიწვიეთ. ღმერთმა მშვიდობაშ მოგახმაროთ კრამერი, რომელიც რომელიც ფლორიდაში სკოლაში მუშაობს. არაფერი პოლიტიკური წონა კრამერს ამერიკაში არ აქვს. ეს არის მარგინალების ჯგუფი სინამდვილეში, რომლებიც ჩამოსულები არიან საქართველოში და აქ დირიჟორობენ. კრამერებს არ მივცემთ საქართველოს დირეტორობის უფლებას!”,– განაცხადა იაშვილმა.

გარდა ამისა, აღნიშნულ თემასთან საუბრის დროს, ინგა გრიგოლიასა და ირმა ინაშვილს შორის დებატები წარიმართა:

“ის კონტექსტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ თურმე უამრავმა ადამიანმა ჩემს ქმედებაში დაინახა პუტინის და კრემლის გეგმები, ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან საზოგადოებრივი განწყობები სულ სხვაა. საზოგადოების უმრავლესობა ნათლად ხედავდა დღეს, რომ არ მიეცა საშუალება კონფერენციაზე დასწრების, საქართველოს დეპუტატს და ამ შემთხვევაში მარტო მე კი არ შემიზღუდეს მონაწილეობის უფლება. მე როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელს, შემდეგ ისე მიპასუხეს.

მე არავითარი პროვოკაცია არ მომიწყვია და ეს აფსურდია. საერთოდ არ ვაპირებდი მისვლას კონფერენციაზე. ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება, რომ თუნდაც დახურული კონფერენცია მოაწყოს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა ინგა გრიგილიას კითხვის საპასუხოდ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მაშინ როდესაც არ იყო მიწვეული კონფერენციაზე და არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი, რამდენად იყო ეს ქართული საქმე და რამდენად ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს? – ინაშვილმა ასე უპასუხა:

“ასე მგონია, რომ ახლა გრძელდება ბოკერიას სტილში საუბარი და ინგა ამას არ გირჩევთ”, – რაზეც გრიგოლიამ მიუგო:

“არ მირჩევთ რას ნიშნავს” მე არ ვსაუბრობ ბოკერიას სტილში, მე გისვამთ იმ კითხვას, რაც მაქვს? –  აღნიშნა ჟურნალისტმა.

“უბრალოდ არ გირჩევთ. არ მინდა ახლა ჩხუბი… გრძელდება ბოკერიას პათოსით საუბარი”, – მიუგო ინაშვილმა გრიგოლიას, რაზეც ადრესატმა რესპონდენტს შემდეგი პასუხი გასცხა:

 “მე თქვენი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადავეცი და მე რომ რამის მიჩქმალვა მდომოდა ამას არ გავაკეთებდი. მე არ ვარ გიგა ბოკერია, მე ვარ ინგა გრიგოლია და გისმენთ”, – ირმა ინაშვილმა კვლავ მიუგო:

“მეც ირმა ინაშვილი ვარ და არ ვარ კრემლის აგენტი, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პატრიოტი. ნუ ცდილობთ ბოკერიას სტილში იარლიყების მიკერებას. ვინ გითხრათ, რომ ადვილად მოვიპოვე იქ მიკროფონი და ვინ გითხრათ, რომ იქ სიტყვას მაძლევდნენ?! არავინ აპირებდა ჩემთვის დროის დათმობას”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია Now What“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების – „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია – Now What? – 9 სექტემბერს გაიხსნა.

ირმა ინაშვილი რეაქციაში

📌 ამერიკელებს მივმართავ, რომ უნდა დამთავრდეს მათი მხარდაჭერა ბოკერიასა და სააკაშვილისადმი – ირმა ინაშვილი✔ გადაცემის სრული ვერსიის საყურებლად გადადით ლინკზე:https://www.facebook.com/tvpirveli/videos/499556623957554/

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Tuesday, September 10, 2019

წყარო:marshalpress

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni