დიზაინი საზოგადოება

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა. ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris” დაინტერესდა. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, ქ. პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი. 

„აწარმოე საქართველოში“-ს ცნობით, კომპანიის „რკო“ ტანსაცმელი მალე დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში გაიგზავნება. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია „Golden Blossom“-ში, იტალიაში კი, გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.

Facebook Comments