სოციალური ქსელები და მედია

“შეიძლება ვიღაცამ არ დაიჯეროს…” – რატომ არ ელაპარაკებოდა ჯულიეტა ვაშაყმაძე გიორგი გაბუნიას წელიწადზე მეტ ხანს?!

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ნანუკა ჟორჟოლიანის ახალ  გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა იმის შესახებ თუ რა რეაქცია აქვს მის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი დედამისს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მის სკანდალურ განცხადებებზე და მის მიმართ გაჟღერებულ მუქარებზე.

„დედაჩემისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ღია კრიტიკით გამოსვლა სრულიად მიუღებელი იყო… შემდეგ „იქს-ფაქტორზე მოისმინა ღია მუქარები ჩემი მისამართით -ქუჩაში ვერ გამოხვალ, მოგკლავთო, ვიღაცეები რეკავდნენ. ამაზე იყო ჩხუბი საშინელი.

შეიძლება ვიღაცამ არ დაიჯეროს, მაგრამ თვეების განმავლობაში და ერთხელ წელიწადის და რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით, საერთოდ არ ვკონტაქტობდით. შემდეგ, როცა დაინახა, რომ ჩემზე ეს ყველაფერი არ ჭრიდა, გადავიდა ტირილზე – რომ მივდიოდი, ტიროდა უბრალოდ, იმიტომ, რომ ეშინოდა. მერე გადავიდა შემდეგ ეტაპზე – უბრალოდ აღარ უყურებდა ჩემს გადაცემებს, რომ არ სცოდნოდა. თუ ტელეფონზე ვინმე რამეს ეტყოდა, ეუბნებოდა, არ მელაპარაკოთო. შემდეგ შეეგუა, რომ ასეთი ვარ. აღაც მეჩხუბება, აღარც ტირის. უბრალოდ, ნერვიულობენ ჩემი მშობლები  და ჩემი ძმა“, – განმარტა გიორგი გაბუნიამ “მთავარი არხის” ეთერში.

წყარო: marshalpress

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni