უცხოური მედია

დუტერტემ ფილიპინელებს კორუფციონერი ჩინოვნიკების მისამართით სროლის ნებართვა მისცა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მოსახლეობას კორუფციონერი ჩინოვნიკების მისამართით სროლის ნებართვა მისცა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Manila Bulletin-ი წერს.

„თუ საჯარო მოხელე მომსახურების სანაცვლოდ ქრთამს გთხოვთ, დაარტყით მას. თუ იარაღი გაქვთ – ესროლეთ, ოღონდ არ მოკლათ. პირობას გაძლევთ, რომ ასეთ შემთხვევაში პატიმრობა არ დაგემუქრებათ და მხოლოდ სერიოზული ფიზიკური სასჯელი გელით“, – განაცხადა დუტერტემ.

მისივე თქმით, კორუფციონერები ყველგან არიან და თუ მსგავსი მის ადმინისტრაციაში მოხდება, ის დაზარალებულს მექრთამის ცემის უფლებას მისცემს.

მიმდინარე წლის აგვისტოში დუტერტემ განაცხადა, რომ მზად არის ნარკობარონებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, თავი მოაჭრას და ამისთვის ციხეში მოხვედრის არ ეშინია.

Facebook Comments