პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ პარტიებს მოუწოდებს, უარი თქვან „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოხატონ პოზიცია, აპირებენ თუ არა, არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გუნდთან კოალიციაში შესვლას.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ განაცხადეს. 

ოპოზიციორები მზად არიან, ამ საკითხზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამავე საკითხზე მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის დაწყებისთვის.

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს.

Facebook Comments