საზოგადოება

ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს რწმუნებათა სიგელები გადასცა. შესაბამისი ღონისძიება ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. 

ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.  

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრეზდენტმა რივლინმა ისაუბრა ისრაელ-საქართველოს დინამიურად მზარდი ორმხრივი ურთიერთობების და ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ. 

„ბატონო პრეზიდენტო ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგენდე საქართველოს ჩემი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოში. არ დავიშურებ ძალ-ღონეს, რათა წმინდა მიწაზე ჩემი დიპლომატიური მისიის პერიოდში მაქსიმალურად ხელი შევუწყო ისრაელ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რასაც როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ვგრძნობ“, – მიმართა საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს. 

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს მიულოცა 80 წლის იუბილე და გადასცა საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის  საჩუქრები. პრეზიდენტმა რივლინმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს ისრაელის სახელმწიფოში მის დიპლომატიურ საქმიანობაში.

2 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში საქართველოს ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni