პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – სააკაშვილს მივმართავ, შეცვალოს ტონი და სიტყვათა წყობა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გადაცემაში „რეაქცია“, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გამოეხმაურა და ურჩია, რომ ტონი შეცვალოს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს თავი დაანებოს.

„სააკაშვილს მივმართავ, შეცვალოს ტონი და სიტყვათა წყობა. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს. ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებულია. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინაც შემეძლო წასვლა, მაგან რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჩემს წინააღმდეგ. არც ქვეყნიდან წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან, თუმცა შემეძლო ამის გაკეთება. როცა პრეზიდენტი, მთავარსარდალი ხარ ხარ და პასპორტს იცვლი, ამბობ იცით რა, დამიჭერენო, იქ ჩემთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და განცხადებები, რომლებსაც აკეთებს, შეინახოს თავისთვის“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, ექსპრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი მოძრაობის პრეზენტაციას გამოეხმაურა და „კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება“ უწოდა. 

Facebook Comments
თეგები