სამართალი

ნიკა მელიას პროკურატურაში იბარებენ

ნიკა მელიას პროკურატურაში იბარებენ. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა იტყობინება. საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მისვლას ეხება.

„2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Facebook Comments