ბიზნესი

საქართველოში პირველად ყურძნის საკრეფი კომბაინი შემოიტანეს

საქართველოში პირველად, ყურძნის საკრეფი კომბაინი კახეთში, სოფელ კონდოლში, “თელავის ღვინის მარნის” კუთვნილ ვენახებში გამოჩნდა. კომბაინი მხოლოდ მარცვალს იღებს და მოსავლის აღება დღეღამის ნებისმიერ დროს შეუძლია.

კომპანიის დირექტორის ზურაბ რამაზაშვილის თქმით, რთველის დროს კახეთში მუშა-ხელის დეფიციტია და მოსავლის აღება უჭირდათ, რის გამოც კომბაინის ყიდვა გადაწყვიტეს.

ყურძნის საკრეფი კომბაინი საფრანგეთშია წარმოებული. “თელავის ღვინის მარანმა” კომბაინი წელს შეიძინა.

reginfo

Facebook Comments
თეგები