სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს ტურნირის მე-6 დღეს კვლავ დამარცხდა

ქართველი ოძეკის, ლევან გორგაძისთვის, იგივე ტოჩინოშინისთვის აკი ბაშოს ტურნირის მე-6 საშეჯიბრო დღე მორიგი მარცხით დასრულდა.

ლევან გორგაძე მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ორივე სუმოისტი დოჰიოდან გადავიდა. გამეორების შემდეგ გამოჩნდა, რომ ქართველმა დოჰიოს გარეთ პირველმა დადგა ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ დავარდა. ამ მარცხის შემდეგ ქართველის ბალანსი ტურნირზე 2:4-ზე გახდა.

ტოჩინოშინს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ქართველი ფალავანი ტრავმით ასპარეზობს და მთელი ძალით ფეხს ვერ ეყრდნობა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაში დაიეიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:2-ზე აქვს.


Facebook Comments