უცხოური მედია

56 წლის დემი მური Harper’s Bazaar-ისთვის გაშიშვლდა

ჰოლივუდის მსახიობი 56 წლის დემი მური ჟურნალ Harper’s Bazaar-ისთვის გაშიშვლდა. უცხოური გამოცემები წერენ, რომ მსახიობი ასაკის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურება. გულშემატკივრების აზრით კი ის „უბერებელი ქალღმერთია“. მსახიობმა თავადაც სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა, წარწერით „სრული გაშიშვლება ოქტომბრის ნომრისთვის“.

ვარსკვლავის შიშველი სხეულის ფოტო ამერიკული ჟურნალის Harper’s Bazaar-ის ოქტომბრის გამოცემის ყდას დაამშვენებს. 

დემი მური უცხოური გამოცემისთვის 1991 წელსაც გაშიშვლდა და მაშინ საზოგადოებამ ორსული მსახიობის შიშველი ფოტოები იხილა. 

Facebook Comments